პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აღდგომამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა და ბევრი ჩვენგანი სააღდგომო სუფრის მზადებასაც შეუდგა. ყველას გვინდა, რომ ის განსაკუთრებული იყოს და ოჯახის წევრებსა თუ სტუმრებს გემრიელი კერძებითა და დესერტებით გავუმასპინძლდეთ. ამისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხარისხიანი ინგრედიენტებია, რომელთა შეძენასაც ევროპული, პრემიუმ ბრენდების მაღაზიათა ქსელ ევროპროდუქტში შეძლებთ.
იმისათვის, რომ მის ფართო ასორტიმენტში პროდუქტების შერჩევა გაგიმარტივოთ, გამოვყოფთ რამდენიმე მათგანს, რომლებიც სუფრის გამდიდრებასა და საუკეთესო დესერტების მომზადებაში დაგეხმარებათ.
სააღდგომო სუფრისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იტალიური დესერტის, ტირამისუს მომზადებას გირჩევთ. ამბობენ, რომ ის თავისი განსაკუთრებული გემოვნური თვისებების გამო, ყველაზე მეტად ამაღლებს განწყობას. თუმცა, ნამდვილი ტირამისუს მოსამზადებლად სწორი ინგრედიენტებია საჭირო, მათ კი ევროპროდუქტში იპოვით. ერთ-ერთი მათგანი იტალიური გრანაროლოს მასკარპონეა. ის საუკეთესო რძით მზადდება და წარმოების 65-წლიანი ისტორია აქვს. მასკარპონესთან ერთად, თქვენს ტირამისუს განსაკუთრებულობას ტკბილი ორცხობილა Savoiardi La Mole-ც შესძენს, რომელსაც მსუბუქი ტექსტურა და დახვეწილი გემო აქვს.
ევროპროდუქტის ასორტიმენტს ესპანური, პრემიუმ ხარისხის Manzanos Wines შეემატა, ბრენდი, რომელსაც 125-წლიანი ისტორია აქვს. ცალკე უნდა გამოვყოთ მისი წარმოების Voché Blanco, რომელსაც სასიამოვნოდ დაჰყვება ლიმონის, გრეიფრუტის, სანელებლებისა და ვანილის მსუბუქი გემოები. მას ფერნანდეს დე მანზანოსის ბეჭედი არტყია, რაც ღვინის ექსკლუზიურობასა და გამორჩეულ ხარისხზე მიუთითებს. ამასთან ერთად, Voché Blanco-ს ზედიზედ დეკანტერის სამი ბრინჯაოს მედალი აქვს მიღებული.
Cachet კი შოკოლადის ბელგიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც წლებია ევროპროდუქტის მომხმარებლებში დიდი პოპულარულობით სარგებლობს. მისი პროდუქცია უმაღლესი ხარისხის შოკოლადით მზადდება, კარამელი, ნუშის ნატეხები და ნატურალური ხილის ჩირები კი, მის გემოს კიდევ უფრო მრავალფეროვანს და დახვეწილს ხდის. Cachet ასორტიმენტი მდიდარია ორგანული და ნატურალური შოკოლადის ფილებითა და ბომბონერებით.
ევროპროდუქტის კიდევ ერთი გამორჩეული შოკოლადის ბრენდი Mozart Reber-ია. მისი პროდუქცია უმაღლესი ხარისხის კაკაოს მარცვლებისგან მზადდება და გამდიდრებულია უგემრიელესი ფისტას მარციპანით, ნუშით, თხილის ნუგათი და რძის კრემით.
სააღდგომო სუფრისთვის არჩევანის შეჩერებას Bottega-ზე გირჩევთ. მისი პროდუქცია ორგანულია და საუკეთესო ჯიშის გლერას ყურძნისგან მზადდება. მუხის კასრებში ღვინოს 12 თვის განმავლობაში აძველებენ, რაც საბოლოოდ მას დახვეწილ არომატსა და მდიდარ გემოს სძენს. Bottega საუკეთესოდ ეხამება შავ შოკოლადსა და ტკბილ ხილს.
ბოლოს კი, წარმოგიდგენთ ცნობილი შვეიცარიული ბრენდების პროდუქტებს, რომელთა უგლუტენო შოკოლადის ნამცხვრები გულგრილს ვერავის დატოვებს. ესენია, უმაღლესი ხარისხის ნედლეულისგან დამზადებული Toblerone, ალპური რძით წარმოებული შოკოლადისა და თხილის ნამცხვარი Milka და Daim-ის რძიანი შოკოლადით დაფარული, ხრაშუნა ფირფიტები.
ასე რომ, ესტუმრეთ ევროპროდუქტის მაღაზიათა ქსელს და მოამზადეთ განსაკუთრებული სააღდგომო სუფრა საუკეთესო პროდუქტების დახმარებით.
შეგახსენებთ რომ შერჩეულ ასორტიმენტზე მოქმედებს სააღდგომო ფასდაკლება, როგორც ფილიალებში, ასევე ონლაინ: https://bit.ly/38I1M63