„ევროპროდუქტი“ უკვე Wolt-ზეა!

ევროპროდუქტი

პრემიუმ ხარისხის მაღაზიათა ქსელი და ევროპული ბრენდების ყველაზე დიდი იმპორტიორი საქართველოში, „ევროპროდუქტი“ უკვე Wolt-ზეა.

ევროპროდუქტის“ მაღაზიათა ქსელში ევროპული ბრენდების 2 ათასზე მეტი სახეობის პროდუქტია ხელმისაწვდომი. უმეტესობასთან კომპანია ექსკლუზიურად თანამშრომლობს. მათ შორისაა, რძის ნაწარმის მწარმოებელი ისეთი ბრენდები, როგორებიცაა დანიური „არლა/ლურპაკი“, ჰოლანდიური „ფრიკო“ და ფინური „ვალიო“. ასევე, მსოფლიოში უმაღლესი ხარისხით ცნობილი ხორცპროდუქტების ბრენდი „ელპოზო“. მისი პროდუქცია ყველა სტანდარტის დაცვით, ინდაურისა და ღორის გაუყინავი ხორცით მზადდება და წარმოების სრული ხაზი უგლუტენოა.

„ევროპროდუქტში“ ისეთი პროდუქტების შეძენაცაა შესაძლებელი, რომლებიც მხოლოდ „დუტი ფრიში“ იყიდება. ასეთებია, ტკბილეულის ცნობილი ბრენდები Anthon Berg-ი, Ritter Sport-ი, Mozart Reber-ი, Walkers-ი, Cachet-ი და სხვა.

„ევროპროდუქტის“ მიერ შემოტანილი პროდუქციის 40%-ზე მეტი მხოლოდ მის მაღაზიათა ქსელშია ხელმისაწვდომი. ამასთან ერთად, რადგან თავად არის ამ ბრენდების ექსკლუზიური იმპორტიორი და დისტრიბუტორი, ამ ბრენდებზე ყველაზე შეღავათიანი ფასებია.

როგორც წესი, ევროპაში პროდუქტები მაღალი სტანდარტების დაცვით იწარმოება. ისინი ევროკავშირის მიერაა დადგენილი. გარდა ამისა, საკუთარი რეგულაციები აქვს ცალკეულ ქვეყნებსაც. პროდუქციის შემოწმების ევროპული ჯაჭვი რამდენიმე ციკლს მოიცავს და დამზადების, ჰიგიენის, შენახვის, შეფუთვისა და ლოგისტიკის მკაცრ მონიტორინგს გულისხმობს. შესაბამისად, ევროკავშირის მიერ გაცემული სერტიფიკატები, რომლებიც პროდუქციის მაღალ ხარისხს ადასტურებს, მხოლოდ დადგენილი ნორმებისა და წესების სრული დაცვის შემთხვევაში გაიცემა.

თქვენ უკვე შეგიძლიათ, „ევროპროდუქტის“ მაღაზიას Wolt-ის აპლიკაციაშიც ეწვიოთ, აღმოაჩინოთ ყველაზე მეტი ევროპული პროდუქცია და ონლაინ შეუკვეთოთ.

დღეს, Wolt-ის აპლიკაციით კერძების და სხვადასხვა მაღაზიებიდან პროდუქტის შეკვეთა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის და წყნეთის 650-ზე მეტი ობიექტიდანაა შესაძლებელი. მისი სერვისით, ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელი სარგებლობს.