„ევროპროდუქტმა“ უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა

СлаваУкраїні

პრემიუმ ხარისხის ევროპული ბრენდების იმპორტიორმა კომპანია „ევროპროდუქტმა“ უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა გადაწყვიტა.  მისმა გუნდმა, უკრაინის სურსათის უვნებლობის სააგენტოს რეკომენდაციით, იმ პროდუქტებს მოუყარა თავი, რომლებიც ამ ეტაპზე მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ.

მათ მიერ გამოგზავნილ ჩამონათვალში იყო ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა: ბურღულეული, მაკარონის ნაწარმი, შაქარი, სხვადასხვა სახის ორცხობილა, ნამცხვრები, დაკონსერვებული პროდუქტი და სხვა მშრალი საკვები. ჰუმანიტარული ტვირთი შაბათ-კვირას გაემგზავრება უკრაინისკენ  და ადგილზე მოხდება განაწილება.

 „უკრაინელი ხალხის დახმარება და თანადგომა დღეს ყველა ჩვენგანის მოვალეობაა. შევეცადეთ, მათი დღევანდელი ყოფის შემსუბუქებაში ჩვენც შეგვეტანა მცირედი წვლილი. სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და მათ გამძლეობასა და გამარჯვებას ვუსურვებთ“, – ამბობენ ევროპროდუქტში.

#ევროპროდუქტიუკრაინისთვის  #СлаваУкраїні