პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
არასამთავრობო ორგანიზაცია „ფემინა“ მასტერშეფის მონაწილეს და მზარეულს მარტა ბარამიძეს თანადგომას უცხადებს და სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
„მარტა ბარამიძემ ერთ-ერთ გადაცემაში, ღიად ისაუბრა სექსუალური ძალადობის მძიმე გამოცდილებაზე და ამხილა მასზე მოძალადე პირი.
მოძალადის მხილება ქალისთვის მუდამ რთულად მისაღები გადაწყვეტილებაა, რადგან ის დაკავშირებულია უდიდეს გამბედაობასთან, რასაც საზოგადოების ნაწილი სკეპტიკურადაც კი ხვდება. შესაბამისად, ქალის ინტერესებში ნაკლებად შედის ეს ნაბიჯი გადადგას. ის ქალები, რომლებიც მოძალადეებს ამხელენ, სხვა ქალებს ეხმარებიან ძალადობისგან თავის დაცვასა და საკუთარი სიმართლის დამტკიცებაში. ამიტომ, საპასუხოდ მხოლოდ სოლიდარობას იმსახურებენ.
„ფემინა“ სოლიდარობას უცხადებს ძალადობაგამოვლილ ქალს და სურს აღუთქვას აბსოლუტური თანადგომა“, - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, მარტა ბარამაძემ პრომოუტერი ბიკო ბირბიჩაძე ძალადობაში დაადანაშაულა.