„მნიშვნელოვანია, სახლში შეიტანოთ ტკბილეული და და გააწყოთ სუფრა...“ - სურვილების ასრულების რიტუალი ანზორ ოდიშარიასგან

anzor odisharia

ეზოტერიკოსი ანზორ ოდიშარია გამომწერებს 14 ოქტომბრის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო რეკომენდაციას უზიარებს.

როგორც ოდიშარია აღნიშნავს, 14 ოქტომბერი ძალიან კარგი დღეა სურვილების ასრულებისა და ჩაფიქრებისთვის.

„14 ოქტომბერი ძალიან კარგი დღეა სურვილების ასრულებისა და ჩაფიქრებისთვის. ამ დღეს სახლში შეიტანეთ ტკბილეული. მნიშვნელოვანია, მაგიდა, სუფრა, სადაც ვსხდებით, იყოს ტკბილეულით გაწყობილი, ეს დიდ სიკეთეს მოიტანს.

გარდა ამისა 14 რიცხვში, საღამოს 9 საათზე, არის დრო, როცა კოსმოსში ვუშვებთ სურვილებს.

მნიშვნელოვანია, სწორად ჩაიფიქროთ სურვილი, განსაკუთრებით ეს სჭირდებათ ახალგაზრდებს, რომ გათავისუფლდნენ, იპოვონ ცხოვრების აზრი, მიზანი, მისია. მთავარია, არ ჩაიფიქროთ ის, რაც უკვე გაქვთ.

ფორმულირება: „მე მინდა მქონდეს ძლიერი ჯანმრთელობა იმისთვის, რომ წარმატებული ვიყო ჩემს საქმიანობაში, რაც მომიტანს სტაბილურ ფინანსურ შემოსავალს, რაც ყოველ თვიურად იქნება მზარდი, შენარჩუნებული და კეთილად გამოყენებული ჩემი კეთილდღეობისთვის“,- განმარტავს ოდიშარია.

✕