,,მხოლოდ ქართული ხმა გააგონეთ: ,,ძმაო, ნუ გეშინია, აქ ვარ" - ემიგრანტების ჯგუფში ემოციური მიმართვა ვრცელდება

სასწრაფო ესპანეთი

ქართველი ემიგრანტების ჯგუფში ემოციური პოსტი ვრცელდება.

პოსტის ავტორი ბარსელონაში მყოფ ემიგრანტებს თხოვნით მიმართავს.

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

,,ემიგრანტებო, გთხოვთ გააზიაროთ...  მოგმართავთ თხოვნით. ესპანეთში მყოფ, ქართული სულის ვაჟკაცებს, უფლის შვილებს. ბარსელონას ერთ-ერთ საავადმყოფოში ქართველი ვაჟკაცი კვდება! მას არ იცნობთ, რადგან ახალი შემოსულია და პირდაპირ საავადმყოფოში მოხვდა. მას არ სჭირდება არც ფული, არც საჭმელი. მესიჯსაც კი ვერ წერს. იმდენი ვწერე, ექიმმა მომწერა, არ შეუძლია, უმაღლეს დოზას ვუკეთებთ გამაყუჩებელს და ვერ ვაყუჩებთ მაინც ტკივილსო. გთხოვთ, მიდით ქართველებო, ვისაც შეგიძლიათ, მხოლოდ ქართული ხმა გააგონეთ, ,,ძმაო ნუ გეშინია, აქ ვარ". ხვალ შეიძლება გვიანი იყოს, დათვლილია დღეები მისი. მას სახლში, საქართველოში მხოლოდ მოხუცი 90 წლის მამა ელოდება, დამსახურებული მასწავლებელი, რომელსაც არაერთი თაობა გაუზრდია და არაფერი იცის.

საელჩოს ყურამდეც მიიტანოთ იქნებ, რომ აღრიცხვაზე აიყვანონ, რადგან ცოცხალი უკან ვერ დაბრუნდება. სახელს და გვარს პირადში მოგწერთ, ვინც დაინტერესდებით. არ იცის მშობელმა და ვერიდები. მადლობა წინასწარ...", - წერენ ჯგუფში.

ასევე ნახეთ:

,,ჩემი გული თან წაიღე, ჩემო ანგელოზო..." - ანი ნოზაძე, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა

,,ორმხრივი პნევმონია იყო... მდგომარეობა უმჯობესია" - უახლესი ინფორმაცია ახალგაზრდა დეკანოზზე, რომელიც მართვით სუნთქვაზეა

"ხილვაში გამოცხადებულ მამა გაბრიელს მისთვის უთქვამს: მაინც ხომ შევასრულე ის, რაც მინდოდაო" - ვის უვლენს სასწაულებს ციხეში უდიდესი წმინდანი