ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
ახალგაზრდა დეკანოზი თეიმურაზ ქორიძე მეხუთე დღეა რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე რჩება.
მამა ლუკა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა, პირველ დღესთან შედარებით, უკეთესია.
„მართვით სუნთქვაზეა ჯერჯერობით, მარცხენა ფილტვი, პირველ დღეებთან შედარებით დადებითი ტენდენციისკენ არის წასული და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი მალე კარგად იქნება.
ორმხრივი პნევმონია იყო და გართულდა მდგომარეობა. ხუთშაბათს ღამეს შემოიყვანეს კლინიკაში.
სხვა ვერაფერს ვერ იტყვის რეანიმატოლოგი სანამ პაციენტი მართვით სუნთქვაზეა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, დადებითი ტენდენციები იგრძნობა“, - ამბობს მამა ლუკა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.
ასევე დაგაინტერესებთ:
,,გთხოვთ, ილოცეთ მამა თეიმურაზისთვის… მართვით სუნთქვაზეა..." - პეტრე კოლხი