„მჯერა, მისი სული უფრო დამშვიდებულია იქ, სადაც არის, ვიდრე მაშინ, როცა იყო აქ“ - ნინო გაჩეჩილაძე გარდაცვლილ დედაზე

ნინო გაჩეჩილაძე

„ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი, ნინო გაჩეჩილაძე გარდაცვლილ დედას ემოციურად იხსენებს. როგორც მსახიობი ამბობს, დედა მისი მთავარი მოტივატორი იყო ნებისმიერ საქმეში.

მსახიობს დედის რჩევა-დარიგებები ძალიან აკლია.

„დედა ჩემს ცხოვრებაში ბოლომდე იყო მთავარი მოტივატორი, რომელიც გაძლევს ძალას, ენერგიას, იმედს. რომელმაც იცის ყველა შენი ნაკლი და პლუსი და ისიც იცის რა შეგიძლია და უფრო მეტს ითხოვს შენგან. თუ რაიმეს ნახავდა და არ მოეწონებოდა, მეტყოდა - შენ უფრო მეტი შეგიძლია.

რა თქმა უნდა, ძალიან დამაკლდება და ძალიან მაკლია უკვე და ძალიან მენატრება. უბრალოდ ვიცი, ან მჯერა, რომ მისი სული უფრო დამშვიდებულია იქ სადაც არის ახლა, ვიდრე მაშინ, როცა იყო აქ“,- ამბობს მსახიობი ერთ-ერთ გადაცემაში. 

ცნობისთვის, ნინო და თაკო გაჩეჩილაძეებს დედა ივნისის თვეში გარდაეცვალათ.