1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან $1.14 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მთლიანობაში 2022 წლის ექვს თვეში საქართველომ 1.43 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო, მათი დანახარჯები ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:
1. რუსეთი - $219 მილიონი, 247,149 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $885
2. ბელარუსი - $123 მილიონი, 41,955 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $2,922
3. ევროკავშირი* - $121 მილიონი, 97,496 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $1,240
4. თურქეთი - $109 მილიონი, 262,137 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $415
5. უკრაინა - $108 მილიონი, 70,903 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $1,523
დანარჩენი ქვეყნები - $208.7 მილიონი დოლარი.