„მიყვარხარ სამუდამოდ, მშვიდად განისვენე ჩემო ანგელოზო“ - ლუბა უსპენსკაია ქართველ მომღერალს ემშვიდობება

luba

"მშვიდად განისვენე ჩემო ანგელოზო, მიყვარხარ სამუდამოდ" - ასე ემშვიდობება რუსული ესტრადის ვარსკვლავი, ლუბა უსპენსკაია ლევან კბილაშვილს... ის ემოციურ პოსტს  Instagram-ზე აქვეყნებს. 

"დღეს დავკარგე მეგობარი, შეიძლება ითქვას ძმა, ახალგაზრდა, ნიჭიერი, პერსპექტიული არტისტი - ლევან კბილაშვილი...

არ მჯერა, რომ ეს მოხდა და ამ სიტყვებს ახლა ვწერ და ცრემლებს ტელეფონის ეკრანს ვაფრქვევ...

ბოლოს და ბოლოს, გასულ ღამეს მისგან მესიჯი და ვიდეო მისი კონცერტიდან მივიღე, მაგრამ დღეს ის აღარ არის... ვერც ერთი სიტყვით ვერ აღვწერ ჩემს მწუხარებას... სიცარიელეს...

არ მჯერა, არ მჯერა, არ მჯერა... მშვიდად განისვენე ჩემო ანგელოზო, მიყვარხარ სამუდამოდ..." - წერს ლუბა უსპენსკაია. 

რუსული მედიის ცნობით, ლევან კბილაშვილი ცნობილი იყო, როგორც უსპენსკაიას ფავორიტი.

ჟურნალისტები მათ სასიყვარულო ურთიერთობაზე აქტიურად საუბრობდნენ და ამბობდნენ, რომ უსპენსკაიასა და კბილაშვილს რომანი ჰქონდათ...