„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
"ყველანი მიყვარხართ მეგობრებო" - ასე დაემშვიდობა ლევან კბილაშვილი ამიერ ცხოვრებას... 5 დღის წინ, 15 ივნისს, მომღერალს დაბადების დღე ჰქონდა...
"დიდი მადლობა ყველას დაბადების დღის მოლოცვისთვის, ყველანი მიყვარხართ მეგობრებო..." - წერდა ლევან კბილაშვილი, ეს მისი უკანასკნელი საჯარო პოსტი იყო.
ის გიორგი უშიკიშვილის ანსამბლში - "ლაშარელაში" მღეროდა. მომხდარზე სასაუბროდ "პრაიმტაიმი" სწორედ გიორგი უშიკიშვილს დაუკავშირდა. როგორც ის ამბობს, ლევან კბილაშვილი მოსკოვში ცხოვრობდა და იქ მოღვაწეობდა...
"ახლა თქვენგან გავიგე ეს საზარელი ამბავი... ის ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა იყო, მოსკოვში ცხოვრობდა...
ძალიან კეთილსინდისიერი, წესიერი, ნიჭიერი და კარგი მონაცემების მქონე კაცი იყო. ხალხურ და ქალაქურ სიმღერებს ძალიან კარგად ასრულებდა.
ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალება თავისთავად ძალიან სამწუხარო ფაქტია, თუმცა უფრო მეტად საწყენია მისი დაღუპვა, რადგან ჩემი მოსწავლე იყო..." - ამბობს გიორგი უშიკიშვილი...
ლევან კბილაშვილი ქართულმა აუდიტორიამ მუსიკალურ პროექტ “ჯეოსტარიდან” გაიცნო.
"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, მომღერალი მოსკოვში, სახლში გარდაცვლილი დილით ცოტა ხნის წინ ნახეს...