უბედურ შემთხვევას 11 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა
1728330888
მსახიობი და ტელეწამყვანი, რუსკა ქარქაშაძე ახალი წლის ტრადიციაზე ჟურნალ „გზასთან“ საუბრობს.
ახალი წელი ყველა დღესასწაულზე მეტად მიყვარს. ვფიქრობ, რომ ეს ჯადოსნური დღესასწაულია, როცა დროს ყველაზე ძვირფას, ახლობელ ადამიანებთან ერთად ვატარებთ, ამიტომ ის ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
- რა ასაკში მიხვდით, რომ თოვლის პაპა არ არსებობს?
- ეს საკმაოდ უსიამოვნო მოგონებაა: უამრავი ბავშვის მსგავსად, თოვლის ბაბუას ჩვენც წერილებს ვუგზავნიდით, სადაც ვწერდით, რა გვსურდა ახალი წლის ღამეს და ისიც გვისრულებდა. ერთხელ, ახალი წლის წინა დღეებში მამაჩემს ცეკვაზე მივყავდი და ეს წერილები მამაჩემის მანქანის სათავსში - ე.წ. „ბარდაჩოკში“ აღმოვაჩინე. შვიდი თუ რვა წლის ვიყავი, მაგრამ ყველაფერს მივხვდი... მეწყინა, რადგან ჩემი წარმოდგენა თოვლის ბაბუაზე ერთბაშად დაიმსხვრა და მივხვდი, ამდენი წელი ტყუილში მიცხოვრია (იცინის).
- ბევრ ოჯახში პირველ და 14 იანვარს ერთნაირი მონდომებით აღნიშნავენ, თქვენთანაც ასე ხდება?
- ჩვენ უფრო პირველი იანვრის დადგომას ვზეიმობთ. თუმცა, ძველით ახალ წელსაც აღვნიშნავთ. ახალი წლისთვის განსაკუთრებით ვემზადებით: ნაძვის ხესაც ერთად ვრთავთ, ისეთ დროს ვარჩევთ, როცა მთელი ოჯახი შინ არის და ვცდილობთ, სახლიც ლამაზად იყოს მორთული. მე ჩვევად მაქვს, რომ ახალ წელს ყოველთვის გამოპრანჭული დავხვდე, რადგან მჯერა: პირველს როგორც შეხვდები, მთელ წელს ისე გაატარებ.
უბედურ შემთხვევას 11 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა
1728330888