1734793091
„მიწას მიაბარეს დღეს თქვენი სხეული, ალბათ ძალიან შეგცივდათ...“ - შოთო სიხარულიძის სულისშემძვრელი პოსტი ბაღდათის ტრაგედიაზე
ბაღდათში სტიქიის დროს დაღუპული ერთი ოჯახის 4 წევრი დაკრძალეს.
მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ეხმაურება.
„მიწას მიაბარეს დღეს თქვენი სხეული ბავშვებო...ალბათ ძალიან შეგცივდათ, მაგრამ გვჯერა, მზის პირველმა სხივებმა გაათბო თქვენი გაყინული სხეული და მარტოდ დარჩენილებს გზა გაგინათათ. თქვენ ხომ სამი დედმამიშვილი ლამაზი, ძლიერი და ნიჭიერები იყავით, გამბედავები და პირდაპირები. თქვენ ხომ თქვენი ემიგრანტი დედის ტკივილის გაგების საოცარი უნარი გქონდათ, ეუბნებოდით ჩვენს გამო ხარ დედიკო მანდ ვიცით ჩვენი უკეთესი მომავლისთვის წახვედი იტალიაშიო...
როგორ გენატრებოდათ დედის სითბო და როგორ ენატრებოდით თქვენს გამწარებულ დედასაც.. მესენჯერით ეხუტებოდით ეფერებოდით და ესიყვარულებოდით ყოველ დილას და საღამოს ერთმანეთს....
მთელს ბაღდათს და ბაღდათელებს სურდათ, რომ ბედნიერად გეცხოვრათ... დიდხანს, ძალიან დიდხანს. მაგრამ....
მეხივით გავარდა მეწყერის ჩამოწოლის სამწუხარო ამბავი - დამწუხრდა, დადუმდა მთელი ბაღდათი".
თქვენს სახელზე ყოველდღიურად დაანთებენ სანთელს და ცრემლიანი თვალებით გახედავენ ხოლმე თქვენგან ობლად დარჩენილ ყოველივეს. სამი ანგელოზი ახალგაზრდის სახით დაკარგეს მისმა ოჯახის წევრებმა მეგობრებმა და ახლობლებმა საყვარელი ადამიანები, რომლებმაც თან წაიღო მათი გული და დატოვა გამოფიტული და დაცარიელებული...“, - წერს შოთო სიხარულიძე.