თენგიზ შარმანაშვილი: ისეთი ქვეყანაც კი, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, თავისი სუვერენიტეტის დასაცავად ნაბიჯებს დგამს

თენგიზ შარმანაშვილი

 ისეთი ქვეყანაც კი, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, თავისი სუვერენიტეტის დასაცავად ნაბიჯებს დგამს, - ასე შეაფასა „ქრონიკასთან“ საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილმა აშშ-ის გადაწყვეტილება „ფარა“-ს რეგულაციების გამკაცრების შესახებ.

შარმანაშვილის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოსთვისაც საყურადღებოა.

„ისეთი ქვეყანაც კი, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, ნაბიჯებს დგამს თავისი სუვერენიტეტის დასაცავად. წარმოიდგინეთ, რა მძიმე მდგომარეობაშია საქართველო ამ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში და რამდენი ცდილობს ჩვენზე ზეგავლენა მოახდინოს. ამდენად, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საყურადღებოა.

მოსალოდნელი იყო იმიტომ, რომ ბევრი ცდილობს ამერიკის შეერთებულ შტატებზე არაკეთილსასურველი ზეგავლენის მოხდენას“, - აღნიშნა მან.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურაიუსტიციის დეპარტამენტის მიერ საზოგადოებისთვის შეხსენებას იმ ფედერალური კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ავალდებულებს ფიზიკურ პირებს უცხოურ აგენტებად რეგისტრაციას, როდესაც ისინი აშშ-ის ტერიტორიაზე უცხოური მთავრობის ან უცხოური სუბიექტის მითითებითა თუ კონტროლით მოქმედებენ.