ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი დაიწყო, რომელიც ორ კვირას გასტანს - რას გვირჩევენ ექიმები
1741940524
საბა ბახია Balenciaga-ში დემნას გუნდის ერთადერთი ქართველი წევრი, იხსენებს:
„2018 წელს, როდესაც Demnagram -ს ვაკეთებდი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ბალენსიაგასთან კონტრაქტს გავაფორმებდი და დემნა არა მხოლოდ ჩემი უფროსი, ჩემი მეგობარიც გახდებოდა. ეს იმდენად წარმოუდგენელი ჩანდა, რომ ჩემი მიზანიც კი არ ყოფილა. მე უბრალოდ თავი ვალდებულად ჩავთვალე გამეკეთებინა პლატფორმა, სადაც მხოლოდ სიმართლე გამოქვეყნდებოდა, რადგან დემნა სოციალურ ქსელებს არ იყენებს და მის შესახებ ინტერნეტში ხშირად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია. 2021 წელს, დემნამ მომწერა, რომ აფასებდა რასაც ვაკეთებდი და ბალენსიაგას ჩვენებაზე მიმიწვია. მას პირველად სწორედ ბალენსიაგას შოუზე შევხვდი. მაშინ დემნამ მითხრა, რომ ჩემი ისტორიის მოსმენა უნდოდა. ჩვენი დიალოგი 4-5 საათი გაგრძელდა, მე მას მოვუყევი ჩემ შესახებ. ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ, მაგრამ ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ის იყო, რომ მითხრა, მე შენთვის ვიქნები ის, ვინც მე მჭირდებოდა რომ მყოლოდა, როცა შენს ასაკში ვიყავიო.“
ასევე ნახეთ:
VIDEO: „როცა პროექტში შედიხარ მაროს სახელით...“ - სალომე უშხვანი მიმართვას ავრცელებს