„ცხენის წელი მოდის და მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ყველაფერი მასზე“ – გოგა მანიას რჩევები
1760638561
საზოგადოებაში ბევრი მითია გავრცელებული, რომლისაც ბევრ ადამიანს ღრმად სწამს.
კატები ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური ცხოველები არიან, რადგან სხვადასხვა კულტურაში მათთან დაკავშირებულია მრავალი მითოლოგია და სიმბოლიზმი. მათი მაცდური და დამოუკიდებელი ბუნება ხშირად აღიქმება, როგორც ზებუნებრივი თვისებების გამოვლინება. კატები დღემდე რჩებიან საიდუმლოებით მოცულ არსებებად, თავიანთი ამოუცნობი ქცევებით, თვალებითა და ღამის განმავლობაში აქტიურობით.
სწორედ ამიტომ, დღემდე ბევრს სჯერა, რომ კატას მიცვალებულისთვის თვალების ამოთხრა შეუძლია. შესაბამისად, ჭირისუფალი ასეთ დროს მეტად ფრთხილობს.
ტიკტოკ გვერდი Catville Cats კატებთან დაკავშირებულ მასალებს ამზადებს და ერთ-ერთ თემად სწორედ ეს აქვთ განხილული.
„ყველაზე შემზარავი მითი, რომელიც მსმენია ის არის, რომ კატა მიცვალებულს თვალებს თხრის. სინამდვილეში, კატები მიცვალებულს თვალებს არ თხრიან, ასეთი წარმოდგენები ძველ ქართულ თქმულებებსა და ცრურწმენებში წარმოიშვა, როცა ადამიანები ცხოველის ქცევებს ვერ ხსნიდნენ.
თუ კატა ახლოს მიდის გარდაცვლილთან, ან მძინარე ადამიანთან, ეს ჩვეულებრივ, სუნის ან სითბოს ცვლილებაზე რეაგირებაა. კატას აინტერესებს, რატომ აღარ სუნთქავს ადამიანი, ან რატომ შეიცვალა სხეულმა ტემპერატურა. ამიტომ შეიძლება დაყნოსოს, ან შეეხოს სახეზე, მაგრამ არა აგრესიის გამო. ასე რომ, თვალების თხრა მითია, კატებს ამგვარი ინსტინქტი არ აქვთ. პირიქით, ხშირად ძალიან მშვიდად და ახლოს სხედან იმ ადამიანთან, რომელიც ავადაა, ან აღარ სუნთქავს“, - განმარტებულია გავრცელებულ ინფორმაციაში.