ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
კინორეჟისორი, ელდარ შენგელაია საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ საუბრობს. რეჟისორი განსაკუთრებულად იხსენებს შვილს, რომელიც ტრაგიკულად დაკარგა.
როგორც შენგელაია „სარკესთან“ ჰყვება, ტრაგედიის გადატანაში ოჯახს პატრიარქი ძალიან დაეხმარა, ახლა კი ცდილობენ ყველაფერი, რასაც გააკეთებენ საკუთარ შვილს მიუძღვნან.
„მე და ელენე უაღრესად მოყვარული მამა-შვილი გახლდით. თითო-ოროლა შემთხვევა მახსოვს, როცა გამაბრაზა. სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ,,ჯიპას” მაგისტრატურაში ჩააბარა, ერთი თვის შემდეგ კი თქვა, ძალიან დავიღალე და მომავალ წელს თავიდან ჩავაბარებო – ამ ფაქტმა ცოტა გამანერვიულა. მეორედ მაშინ გავბრაზდი, როცა საჭესთან დაჯდომის სურვილი გამოთქვა. – ეგ შენი საქმე არ არის, უფლებას არ გაძლევ, – მივუგე.
მერე რაღაცნაირად დამელაპარაკა და დავეთანხმე. სხვის მანქანაზე დაჯდა და… არ უნდა დავთანხმებოდი, ვფიქრობ, დამნაშავე ვარ. ასეთ დროს ძნელია, პირად პასუხისმგებლობას გაექცე. თუმცა უფლის ნებაა ყველაფერი – ამას მეუბნებიან პატრიარქი და ჩვენი მოძღვარი, მამა გიორგიც (ზვიადაძე). ამ ტრაგედიის გადატანაში დიდი როლი ითამაშა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. მეორე დღესვე მობრძანდა ჩვენთან.
– გახსოვდეთ, მისი სული ცოცხალია, – გვითხრა უწმინდესმა და ამით დიდი ნუგეში გვცა.
ეკლესიურ ცხოვრებას შევუდექით. უწმინდესთან ერთად იერუსალიმის წმინდა ადგილებიც მოვილოცეთ. უცხოეთში საქმიანი ვიზიტებით, ხან ფესტივალებზე მიწევს ყოფნა და მეუღლეც თან მახლავს. სადაც კი მოვხვდებით, ყველგან წმინდა ხატს ან მცირე სუვენირს ვყიდულობთ – ეს საჩუქარია ჩვენი ელენესთვის. მისი ოთახი ხელუხლებელია. იქ ამ ნივთებს ვალაგებთ.
ელენემ თავის დროზე მრავალი ქვეყანა მოიარა. ჯერ მე დამყავდა კინოფესტივალებზე, შემდგომ თავად უწევდა საზღვარგარეთ ყოფნა. ახლა ვცდილობ, იმ ადგილებზე გავიარო, სადაც ჩვენი შვილია ნამყოფი – ამას მისი ვიდეოკასეტებიდან ვიგებთ, რომლებსაც სათუთად ვუფრთხილდებით…“,- ამბობს ელდარ შენგელაია.