გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
1732361130
მწერალი და საზოგადო მოღვაწე, აკაკი ჯორჯაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„15 თებერვალს, მირქმას, უფალმა ბ-ნი აკაკი ჯორჯაძე გაიყვანა წუთისოფლიდან. მან უანგაროდ იღვაწა 29 წელი საქართველოს და ქართველი ერის გადასარჩენად, მაგრამ ჩვენ აღმოვჩნდით „ყრუ ძენი“..
მისი ღვაწლი განუზომელია. ჩვენი ტკივილი კი - უკიდეგანო, ვისაც გვესმოდა უფლის ახალი სიტყვის შეგონება..
ამ დიდ ტრაგედიას ვუსამძიმრებთ მის მეუღლეს ნანა საყვარელიძეს, შვილებს ირაკლის, ირმა და ნინო ჯორჯაძეებს, და სრულიად საქართველოს..
ჯერ არ გვესმის, თუ ეს რამხელა დანაკლისია მთლიანად დედამიწისთვის, მაგრამ გავა დრო და ყველას მოგვაგონდება მისი ნათქვამ-შეგონება უფლის ნებით..
ბ-ნო აკაკი, ტკბილად განისვენეთ უფლის წიაღში, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულო, მოამაგე და ერთგულო მამულიშვილო.. ჩვენ ეჭვიც არ გვეპარება რომ უფლის მადლი და ნათელი არ მოაკლდება თქვენს სპეტაკ სულს“ - ნათქვამია ინფორმაციაში.