პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
1987 წელს ავარიისას დაღუპულ ცოლ-ქმარს ცოცხალი ბავშვი გარდაცვლილით შეუცვალეს - ამის შესახებ სოციალური ქსელის ჯგუფში "ვეძებ" ია ყველაშვილი წერს.
მისი თქმით, გოგონა ნათესავებს ეძებს...
„თუ ვინმეს გსმენიათ 1987 წელს საავტომობილო ავარიით გარდაცვლილ ცოლ-ქმარ გურასპაულებზე, აუცილებლად მომწერეთ! ამ ავარიის დროს მოხდა გადარჩენილი ბავშვის შეცვლა გარდაცვლილით და მათი შვილი ცოცხალია!!! დნმ ტესტი ჩატარებული აქვს. გოგონა ეძებს ნათესავებს. ტესტში ამოსული ნათესავების გვარებია: აბალოიძე, ბეწუკელი, ბეწუნაიძე, იდოიძე, ღულელაური, ჩოლოგაური, მარაული, აბულიძე" - წერს ყველაშვილი.
პოსტს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
„როცა რომელიმე ისტორიას ვკითხულობ, ვფიქრობ, ამაზე უარესი რაღა უნდა დაიწეროს-მეთქი! მაგრამ ყოველ ჯერზე კიდევ უფრო შემზარავ ამბავს ვიგებ! არაადამიანობაა ეს! ჰიტლერს არ ადევს ამდენი ცოდვა, რაც ამ ექიმებს!
სულ ვიძახი და კიდევ გავიმეორებ - დაასახელეთ ყველამ ყველა ექიმის და ექთნის სახელი და გვარი... გამოვათრიოთ, ვინც ცოცხალია და აწყვეტილი ჩუსტივით ვათრიოთ ქუჩა-ქუჩა და ყველა სამშობიაროს კედლებზე თავი ვარტყმევინოთ დასისხლიანებამდე... მე არავინ დამიკარგავს, არც ვეძებ, მაგრამ ყოველ სტატუსში ისეთები მესმის, ფილმიდან ამონარიდი მგონია...
საერთოდ ადამიანთა მოდგმა ცოცხალი როგორ ვართ და ღმერთის რისხვა როგორ არ გვატყდება თავზე, რაებს ვკითხულობ, ეს რა საშინელება...
ვაიმე, ასე მგონია, მძაფრსიუჟეტიანი ფილმის აღწერას ვკითხულობ... რაები ხდებოდა, ღმერთო...
ვაიმე, მოკლედ, იმ ხალხის სიბოროტეს საზღვარი არ ჰქონია. ამას რომ ადამიანი გააკეთებს, ის ადამიანია მერე კიდევ?!" - წერენ კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.