მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
ამერიკელი მსახიობი და მოდელი რაქელ უელჩი 82 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მსახიობი საკუთარ სახლში, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
უელჩი ითვლება მსახიობად, რომელმაც თანამედროვე მძაფრსიუჟეტიანი ფილმებში მდედრობითი სქესის პერსონაჟებს გაუხსნა გზა. ის საერთაშორისო სექს-სიმბოლო 1960-იან წლებში გახდა, 1966 წლის ფილმში „ჩვენ წელთაღრიცხვამდე მილიონი წლით ადრე“ შესრულებული როლის შემდეგ. 1974 წელს მან „ოქროს გლობუსი“ მიიღო ფილმში „სამი მუშკეტერი“ შესრულებული როლისთვის.