„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
ირანელი კაცი, მეტსახელად ამუ ჰაჯი, რომელიც წლებია, განდეგილად ცხოვრობდა, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
ჰაჯის მსოფლიო მედიაში „ყველაზე ჭუჭყიანი კაცის" სახელით მოიხსენებდნენ - მას ნახევარი საუკუნის განმავლობაში არ უბანავია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მას წყალი და საპონი დასაბანად 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ მოუხმარია.
თანასოფლელების თქმით, ბანაობაზე უარის თქმის მიზეზი კაცის ახალგაზრდობაში მომხდარი უსიამოვნება იყო. 2014 წელს ერთ-ერთი გამოცემა იტყობინებოდა, რომ ჰაჯის აზრით, სისუფთავე მას დააავადებდა და მოკლავდა.
ამის მიუხედავად, რამდენიმე თვის წინ, თანასოფლელებს კაცი დაბანაზე მაინც დაუყოლიებიათ.
აღსანიშნავია, რომ 2013 წელს გადაიღეს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმიც, ამუ ჰაჯის უცნაური ცხოვრება.