მინ­და ეს ინ­ფორ­მა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ე­წო­დოს - რას ამბობს თამაზ მეჭიაურის შვილი მამის მდგომარეობაზე

მეჭიაური

თი­ა­ნე­თის ყო­ფი­ლი მერი თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რი კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცირ­და. პო­ლი­ტი­კო­სის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ­ჟა­მად მძი­მეა. ის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში რჩე­ბა.

მეჭაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისი შვილი ზაზა მეჭიაური საუბრობს.

ზაზა მე­ჭი­ა­უ­რი:

- კონ­ტაქ­ტუ­რია, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე ისევ მძი­მედ არის. რე­ა­ნი­მა­ცი­ა­შია მე­სა­მე დღეა, სა­ტუ­რა­ცია 85 აქვს, ანა­ლი­ზე­ბი დღეს ცოტა უკე­თე­სი აქვს, მაგ­რამ სა­ტუ­რა­ცია იგი­ვე რჩე­ბა. 

- ასე მალე დამ­ძიმ­და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა? რამ­დე­ნი­მე დღის წინ ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა­შიც იყო სტუმ­რად.

- არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა. ხუთი დღე იყო ცუ­დად და ცოტა გვი­ან გა­და­ვიყ­ვა­ნეთ, დაგ­ვი­ა­ნე­ბით და­ვი­თან­ხმეთ, სახ­ლშიც ცუ­დად იყო. შა­ბათს და­ვაწ­ვი­ნეთ კლი­ნი­კა­ში, მა­ნამ­დე ხუთ­შა­ბათ­სა და პა­რას­კევს უკვე ცუ­დად იყო. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ გა­დას­ხმე­ბის შემ­დეგ ცოტა უკეთ გახ­და, მაგ­რამ რო­გორც გი­თხა­რით, დაგ­ვი­ა­ნე­ბით მოხ­და მისი გად­მოყ­ვა­ნა კლი­ნი­კა­ში, არ მოგ­ვყვე­ბო­და. შინ უკვე 90-92-ზე ჰქონ­და სა­ტუ­რა­ცია. ლე­ვან რა­ტი­ა­ნი მისი ექი­მია და ყვე­ლა დე­ტალს მი­თან­ხმებს. ასე­ვე დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძეარი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი. დღე­ში ორ­ჯერ ვხვდე­ბი ექი­მებს და დე­ტა­ლუ­რად მაც­ნო­ბენ მდგო­მა­რე­ო­ბას.

- რა­ტომ არ უნ­დო­და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნა?

- ისე­თი ადა­მი­ა­ნია, რომ არ და­დის ექი­მებ­ში, ოღონდ სა­ა­ვად­მყო­ფოს ნუ გა­ა­გო­ნებ. სულ მა­გას ვე­უბ­ნე­ბო­დი მა­ნამ­დეც, რომ პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა გა­მოკ­ვლე­ვე­ბი. ბო­ლოს სუნ­თქვა უჭირ­და, შვი­ლებ­მა, ოჯა­ხის წევ­რებ­მა ვთხო­ვეთ ძა­ლი­ან, მერე ლე­ვან რა­ტი­ა­ნიც ესა­უბ­რა და დაგ­ვთანხდა. პირ­ვე­ლი ორი დღე სი­ცხე ჰქონ­და, მაგ­რამ მერე და­ი­წყო გა­უ­ა­რე­სე­ბა. ადრე ფილ­ტვებ­ზე აქვს რა­ღაც გა­და­ტა­ნი­ლი და ძვე­ლი და­ზი­ა­ნე­ბაც დარ­ჩე­ნი­ლი ჰქონ­და. რა­ღაც სა­ი­ტებ­ზე წა­ვი­კი­თხე და სა­ი­დან და­ად­გი­ნეს მისი ფილ­ტვე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის პრო­ცენ­ტი არ ვიცი, სა­ი­დან მო­ი­ტა­ნეს ეს ციფ­რე­ბი. შე­მოყ­ვა­ნის დღი­დან ნა­ნა­ხი მაქვს ის სუ­რა­თი, რა­ზეც ჩანს რა დღე­შიც აქვს ფილ­ტვე­ბი, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ვენ­დო­ბი ექი­მებს.

- ზაზა, მამა ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი არ არის?

- ჩა­წე­რი­ლი იყო, მაგ­რამ ისე და­ემ­თხვა, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში იყო მიწ­ვე­უ­ლი და გა­დავ­წი­ეთ, დაგ­ვას­წრო ვირუს­მა. აც­რის წი­ნა­აღ­მდე­გი არ ყო­ფი­ლა, აპი­რებ­და აც­რას. ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი აქ ვართ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ექი­მე­ბი იბ­რძვი­ან... პატ­რი­არ­ქმაც და­ლო­ცა და იმე­დი გვაქვს, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. ეს არის რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი და მინ­და ეს ინ­ფორ­მა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ე­წო­დოს. ჩემ­ზე კარ­გად არა­ვინ იცის მა­მას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა.

წყარო: ambebi.ge