პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მსახიობი ნინო ლეჟავქ, ჟურნალ „გზასთან“ აღდგომის დღესასწაულზე სასაფლაოებზე გასვლის შესახებ საუბრობს:
„სასაფლაოზე სმა-ჭამას არ მივესალმები. ეს ძალიან ცუდი სანახავია და არასწორად მიმაჩნია. მინახავს, როგორ დადიან გაზის ბალონებით და ჩაქაფულს იქვე ამზადებენ. მხოლოდ პასკა და კვერცხი მიმაქვს. სასაფლაოს მოაჯირზე ვტოვებ, გაჭირვებული რომ მივიდეს, აიღოს, მიირთვას და დალოცოს ჩვენი მიცვალებულები.
პასკას გახსნილ მდგომარეობაში არ ვტოვებ, ჭიანჭველა ესევა, ფუჭდება. მიწაზე ჯვრის ფორმით ღვინის დასხმის წესი არ მომწონს, მირჩევნია, ბოთლი დავდგა და მან წაიღოს, ვისაც ენდომება. სიტყვები: „მიუვა“, „მიეგებოს“ სწორედ ესაა. არავის განვიკითხავ, უბრალოდ, ეს ჩემი დამოკიდებულებაა. მართებულად და სწორად არ მიმაჩნია…“ - თქვა მან.
დაგაინტერესებთ: