პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილთან შესვლის შესაძლებლობა აქვს ყველას, ვისაც ეკუთვნის. მინისტრმა განცხადება გერმანელი ფსიქიატრის სააკაშვილთან ვიზიტის შესახებ გააკეთა.
„პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე მალგოჟატა გოშევსკა არის პოლტიკოსი, უცხო ქვეყნის მოქალაქე,, მას საქართველოს კანონმდებლობით არ აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება და იგი ვერ შევიდოდა. რაც შეეხება ფსიქიატრს, ის არის ცენტრ „ემპათიის“ მიერ მოწვეული და თუ მას ექნება შესაბამისი აუცილებელი დოკუმენტაცია, ის შევა. მიხეილ სააკაშვილთან აბსოლუტურად არცერთ ადამიანს არ ჰქონია შესვლის პრობლემა, ვისაც ეკუთვნოდა. მას 1500 ვიზიტორი ჰყავდა ამ პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად, საუბარი, რომ ვინმეს რაიმე სახის პრობლემა ექმნება, არის საფუძველს მოკლებული“, − განაცხადა რატი ბრეგაძემ.