პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უნდა შესულიყო რას ნიშნავს? მას ამის უფლება აქვს და ვინმემ დაარღვია ეს უფლება? - ასე მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტს, რომელმაც კითხვა დასვა, თუ რატომ არ შეუშვეს პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი, მალგოჟატა გოშევსკა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა „ვივამედში“.
მინისტრის განმარტებით, გოშევსკა უცხო ქვეყნის მოქალაქეა და მას საქართველოს კანონმდებლობით, პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება არ ჰქონდა და შესაბამისად, მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
რატი ბრეგაძის განცხადებით, სააკაშვილს ამ დრომდე, 1 500-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა და საუბარი იმაზე, რომ ვინმეს რაიმე სახის პრობლემა ექნება, საფუძველს მოკლებულია.
„ქალბატონი გოშევსკა არის პოლიტიკოსი, უცხო ქვეყნის მოქალაქე და მას საქართველოს კანონმდებლობით არ აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება და შესაბამისად, იგი ვერ შევიდოდა.
როგორც მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილთან შესვლის პრობლემა არც ერთ ადამიანს არ ჰქონია, ვისაც ეკუთვნოდა. მას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში 1 500-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა და შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ვინმეს რაიმე სახის პრობლემა ექნება, ეს აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ჟურნალისტმა მინისტრს უთხრა, რომ გოშევსკა საქართველოში სამჯერ იყო ჩამოსული, რაზეც მინისტრმა უპასუხა, რომ 20-ჯერაც რომ ყოფილიყო ჩამოსული, მას სააკაშვილის მონახულების უფლება არ ჰქონდა.
„უნდა შესულიყო რას ნიშნავს? მერე რა, რომ ჩამოვიდა? 20-ჯერ რომ ყოფილიყო ჩამოსული, თქვენ სვამთ შემდეგნაირად კითხვას „უნდა შესულიყო“, ახლა თქვენ მითხარით, მას ჰქონდა ამის უფლება და ვინმემ დაარღვია? ვინც არ უნდა იყოს რა მნიშვნელობა აქვს ამას? არ ჰქონდა ამის უფლება და შესაბამისად, მისი მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდა,“ - მიმართა მინისტრმა ჟურნალისტს.