საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1739476181
საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი უფლებადამცველები ბექა ბასილაია და დიმიტრი საძაგლიშვილი იმყოფებიან. მანამდე მიხეილ სააკაშვილი უკრაინის კონსულმაც მოინახულა, თუმცა ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
„სასამართლომ კიდევ ერთხელ იმის ხაზგასასმელად, რომ საქართველოში სამართლის ძიებას აზრი არ აქვს და საქართველოში მართლმსაჯულება არის უაღრესად პოლიტიზებული, ის ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დავალებებს. სასამართლომ გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება და ეს კიდევ ერთხელ არის იმის მაჩვენებელი თუ რატომ ხდება ამ სამსახურის დახურვაც“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1739476181