ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
ექიმების დიდი დაპირისპირება გრძელდება. გიორგი ღოღობერიძის მწვავე კრიტიკას ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ვრცელი პოსტით პასუხობს:
"ეს პოსტი უშუალოდ ბატონ ღოღობერიძეს ეხება!
ამ ბოლო დროს ექიმებიც იქცევიან, როგორც პოლიტიკოსები. ხალხს ექცევიან, როგორც ელექტორატს...ამბობენ იმას, რაც უმრავლესობას მოსწონს....და არა იმას, რაც სწორია .. ჰიპოკრატეს ფიცი სადაა?”
- მე რასაც ვსაუბრობ, არის კონკრეტულ ფაქტებზე (იხილეთ ჩემი პოსტები პირველადი წყაროებით) დაფუძნებული. ყველა ჩემი პოსტი, რეკომენდაცია ეფუძნება უშუალოდ კონკრეტულ მტკიცებულებებს, ასევე მას ემატება ჩემი 25-წლიანი გამოცდილება. სად და როგორ ვმუშაობდი, იხილეთ საიტზე.
- როგორც ახალგაზრდა ონკოლოგს, წარმატებებს გისურვებთ, მაგრამ რაც შეეხება საზოგადოებრივ ჯანდაცვას, თქვენ საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენეთ საქართველოს. კონკრეტულად, თქვენი რამდენიმე პოსტი და სატელევიზიო გამოსვლა ვნახე, სადაც კოვიდზე საუბრობთ და ვაქცინის მნიშვნელობაზე ლაპარაკობთ ისე, როგორც ანტივაქსერი. ანუ ან არ ახსენებთ, ან “როგორც გინდათ, ისე მოიქეცითო”. და ბოლო გამოსვლებმა ხომ საერთოდ. - ის, რომ თითქოს “ომიკრონი” ჩვეულებრივი სეზონური გრიპივით არის" „ყოველგვარ საზღვარს გადააჭარბა. თქვენ გგონიათ, გარედან არ ჩანს, რომ თქვენ ცდილობთ ანტივაქსერების გულების მოგებას?!
- და ბოლოს, უშუალოდ პოსტკოვიდზე…. არ იცით, კოვიდი რას უშვრება ორგანიზმს?! არ იცით, რომ კოვიდი სეზონური გრიპი არ არის?! არ იცით, რომ კოვიდგადატანილი ადამიანების დაახლოებით 60% სხვადასხვა პოსტკოვიდური გართულება ემართებათ და დიახ, კოვიდგადატანილ მამაკაცების დაახლოებით 37%-ში სპერმის “ხარისხი” ქვეითდება
- საჯარო პოსტების წერა და ასე შეურაცხყოფაზე გადასვლა ახალგაზრდა ექიმს ნამდვილად არ შეეფერება.
- თქვენგან განსხვავებით, მე ლაიქები, ფოლოვერები და რეიტინგები არ მაინტერესებს. თქვენგან განსხვავებით, მე ჩემს “სერვისებს” არ ვყიდი არც ტელევიზიებში, არც სხვაგან. პატარა ბავშვები არ ვართ.
- დრო გადის, მე რასაც ვამბობ, ზუსტად ხდება. ისე. მე ვაკრიტიკებ კოლეგებს და ვიღებ კრიტიკას, ეს არის ნორმალური პროცესი და პირადში სულ ვსაუბრობთ. ერთი პატარა რჩევა, რეიტინგები პოპულარობა დღეს გაქვს და ხვალ-არა, მაგრამ დაუსაბუთებელი კრიტიკა და, მით უმეტეს, შეურაცხყოფა ეს თქვენს ბიოგრაფიაზე დიდი ლაქაა.
- მიხედეთ USML ტრენინგებს და ონკოლოგიას. ონკოლოგები ქვეყანას სჭირდება.
- დიდი იმედგაცრუება, დიდი …
#drpkhakadze", - წერს ფხაკაძე.