რატომ იშლება ნაძვის ხე ნათლისღების დღესასწაულამდე და რას ამბობს ეკლესია
1737224004
"დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის" ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თანამდებობა რამდენიმე კვირის წინ მოულოდნელად დატოვა. გამყრელიძეს თანამდებობიდან წასვლის მიზეზი არ განუმარტავს.
რა გეგმები აქვს გამყრელიძეს პოსტის დატოვების შემდეგ? - აქვს თუ არა მას პოლიტიკაში მოსვლის ამბიციები? - ამ საკითხების გარკვევას „პრაიმტაიმი“ შეეცადა. როგორც გამყრელიძემ გვითხრა, მისთვის პოლიტიკაში ჩართვა ძალიან დაგვიანებულია.
„პოლიტიკაში ჩართვას ნამდვილად არ ვაპირებ. რა დროს ჩემი პოლიტიკაა, სხვა გეგმები მაქვს“,- განაცხადა გამყრელიძემ „პრაიმტაიმთან“.
კითხვაზე, რას უკავშირდება ამირან გამყრელიძის სამომავლო გეგმები? - ის გვპასუხობს:
„სამედიცინო მეცნიერება, განათლება და საკონსულტაციო მუშაობა, საიდანაც მოვდივარ“,- განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა. მან თანამდებობა მიმდინარე წლის 5 აგვისტოს დატოვა.