ევროკომისია კვლავ „თვითნებურად დაკავებულებს“ უწოდებს პირებს, რომლებმაც ძალადობრივი დანაშაული აღიარეს და მოინანიეს

ევროკომისია

ძალადობაში ბრალდებულები, რომლებმაც ბრალი თავადვე აღიარეს - ევროკომისია აქციებზე დაკავებულებს "თვითნებურად დაკავებულებად" აფასებს.

ევროკომისია 2024-2025 წლების საპროტესტო აქციებისას დაკავებულ ძალადობაში ბრალდებულ მოქალაქეებს, რომლებმაც ბრალი თავადვე აღიარეს "თვითნებურად დაკავებულებად" აფასებს და აღნიშნავს, რომ მათი ნაწილი კვლავ პატიმრობაში რჩება.

2026 წლის ანგარიშში ხაზგასმულია ისიც, რომ პრეზიდენტმა ცალკეული პირები მას შემდეგ შეიწყალა, რაც მათ ბრალი აღიარეს.

"აგვისტოში, რამდენიმე პირი, რომელიც 2024-2025 წლების საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით თვითნებურად იყო დაკავებული, პრეზიდენტმა ბრალის აღიარების შემდეგ შეიწყალა. თუმცა, კიდევ ბევრი რჩება პატიმრობაში", - ვკითხულობთ ანგარიშში.

✕