პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გურჯაანელი მეთორმეტე კლასელის ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეს, ლუკა უგრეხელიძეს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
ლუკა უგრეხელიძის სიცოცხლის გადასრჩენად, თავზე გადაუდებელი ოპერაციის ჩატარებაა აუცილებელი, რომლის ღირებულება, 120 000 ლარია.
მეთორმეტე კლასის მოსწავლემ, თავის ქალის მძიმე დაზიანება 28 იანვარს, სოფელ ვაზისუბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიიღო და 7 თვეა, კომაში იმყოფება.
ექიმებმა დაშავებულს ხუთი რთული ოპერაცია ჩაუტარეს, რაც ოჯახმა საკუთარი ფინანსებით შეძლო.
მეექვსე ოპერაციისათვის საჭირო თანხა, უგრეხელიძეების ოჯახს უკვე აღარ აქვს და ხალხის მხარდაჭერის იმედზეა.
საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი: GE16BG0000000161319379 მიმღები: ნაზი ხვედელიძე