"ჩრდილოეთ აფრიკიდან შემოსულია დათბობის ტალღა..." - კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების პროგნოზს აქვეყნებს

კობა ფარტენაძე\

სითბო, რომელიც არ ჩქარობს წასვლას, - ასე აფასებს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე ქვეყანაში შენარჩუნებულ ამინდს და აქვე, კვირის მოსალოდნელ პროგნოზს გვთავაზობს.

"მაღალი წნევის ზონა კვლავ დგას ცის ზემოთ უხმო, შეუცვლელი, თითქოს, დროის შეჩერებას ცდილობს. ჩრდილოეთ აფრიკიდან შემოსული დათბობის ტალღა კი, არ გვტოვებს, ავსებს ჩვენს დღეებს უჩვეულო სინათლით.

მომდევნო 1 კვირის განმავლობაში ამინდი თბილი და უმეტესად მზიანი იქნება. დღის მაქსიმალური ტემპერატურა - როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში +20, +22 გრადუსთან ახლოს.

ასე რომ დატკბით, უღრუბლო ცა და თბილი ჰაერი ეს არის  შანსი - დავინახოთ ერთმანეთი უკეთ, ვიდრე გუშინ.
დავაფასოთ სითბო, სანამ ჯერ კიდევ აქ არის.

დავაფასოთ ერთმანეთი, სანამ ჯერ კიდევ ვგრძნობთ", - წერს მეტეოროლოგი.