მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიის და სოციალური დახმარებების მიმღებთა საყურადღებოდ
1763543117
გეოპოლიტიკურ ჭრილში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აშშ-სა და ევროპაშიც საუბარი არის გარე ჩარევებზე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე საუბრისას.
მისივე თქმით, სახელმწიფომ უნდა დაიცვას ნებისმიერი მოქალაქის არჩევანის თავისუფლება.
„ეს არის კონსტიტუციის 24-ე მუხლი, როდესაც არჩევანის თავისუფლება უნდა დავიცვათ. სწორედ ეს იყო განმაპირობებელი ამ მნიშვნელოვანი ცვლილების. ოთხ წელიწადში ერთხელ მას, ვინც არარეზიდენტია და არჩევნებში მონაწილეობის სურვილი აქვს, შეუძლია სამშობლოში ჩამოვიდეს და აქ დამოუკიდებლად, ფარულობის დაცვით მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.
საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე საკომიტეტო მოსმენა დღეს გაიმართება. კოდექსი სრულად განახლდება. ერთ-ერთი მთავარი სიახლე კი უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ეხებათ.