Messenger-ი შეფერხებით მუშაობს

მესენჯერი

Facebook და Messenger შეფერხებით მუშაობს. სოციალური ქსელით სარგებლობა უჭირთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.

მომხმარებლების უმეტესობა ამბობს, რომ „მესენჯერში“ შეტყობინებები და ფოტოები არ იგზავნება. 

ხარვეზს ადასტურებს DownDetector-იც - პლატფორმაზე პრობლემის შესახებ 1 000-ზე მეტმა მომხმარებელმა განაცხადა.

ამ დროისთვის შეფერხების მიზეზი დაუდგენელია. კომპანიას ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.