დაშავებულია 6 ადამიანი - ახალი დეტალები იმერეთში მომხდარ ავარიაზე

პოლიციის ლენტი

ზესტაფონში, სტაროსელსკის ქუჩაზე, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და ერთი სამგზავრო მიკროავტობუსი შეეჯახა.

ინფორმაციას „ინფო იმერეთი“ ავრცელებს.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და პოლიცია. დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში უთხრეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.