ზესტაფონში ერთმანეთს 3 მანქანა შეეჯახა - არიან დაშავებულები

ავარია ზესტაფონში

ზესტაფონში,  სტაროსელსკის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. 

„ინფო იმერეთის“ ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და ერთი სამგზავრო მიკროავტობუსი შეეჯახა.

დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და პოლიცია.