„მენანება გასაქირავებლად... მინი მუზეუმი მგონია“ - გურამ შეროზია ულამაზესი ბინის ფოტოებს გვიზიარებს

შეროზია

ბლოგერი გურამ შეროზია ახალგარემონტებული ბინის ფოტოებს გვიზიარებს.

„არ მჯერა, რომ ეს გრძელი პროცესი დასრულდა, მაგრამ ახლა მაქვს კი არა და მყავს სახლი, რომელიც ძალიან მიყვარს, მაფერადებს, მავსებს და ძალიან მენანება გასაქირავებლად.

ვინც ნამყოფი ხართ აქ ჩემი სტუდენტობისას - ამ სხვაობით გაოცდებით, ყველა კუთხე ათვისებულია, ფერადი და ბედნიერებას ასხივებს, ხანდახან მინი მუზეუმი მგონია.

დიდი მადლობა ყველაზე მაგარ დიზაინერს @მე პეპი გრძელიწინდას, რომელმაც საოცრებები ჩაატარა და ეს დიზაინი მივიღეთ! ამის გარდა, მეხმარებოდა სად რა შემეძინა, ვინ გამიკეთებდა, სად რა აჯობებდა და ფაქტობრივად, „პრარაბის“ როლიც შეითავსა, ასე რომ უბრალოდ მიეცით გასაღები და აჩვენეთ სახლი - დანარჩენი უკვე მან იცის,“ - წერს შეროზია.

ასევე ნახეთ:

„კარგი ამბავი მაქვს, მალე ელოდეთ ანონსს...“ - მეგი გოგიტიძე საზოგადოებას მიმართავს

VIDEO: „ვეძებ ძიძას, მინდა, ვინმე ორი ბავშვის გაზრდაში დამეხმაროს...“ - გიორგი ყიფშიძე

„ფინალში უნდა დასხდნენ ეს მანდილოსნები!“ - ვისზე წერს გურამ შეროზია