„მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა დედაჩემთან, სტუმართმოყვარე ადამიანია...“ - სალომე ზურაბიშვილი აშშ -ში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მისი ქალიშვილი ქეთევან გორჯესტანი, მსახიობ ხათუნა იოსელიანთან და მის ქალიშვილთან მაკა შენგელიასთან ერთად

6 მარტს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სამუშაო ვიზიტით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვია.

პრეზიდენტმა ნიუ-იორკში, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ, კომისიის 67-ე სესიას, სიტყვით მიმართა - ქალთა და გოგონათა გაძლიერების შესახებ, ინოვაციებზე, ტექნოლოგიურ ცვლილებებსა და ციფრულ ეპოქაში განათლების საკითხებზე იმსჯელა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა, აშშ -ში ვიზიტის დროს, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ფოტოები, ქართველ მსახიობ ხათუნა იოსელიანთან ერთად.

ხათუნა იოსელიანის ქალიშვილი, მაკა შენგელია „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ქ-ნი სალომე, ძალიან სტუმართმოყვარე ადამიანია და არაერთხელ უმასპინძლა:

გაეროში იყო ჩამოსული, საქართველოდან დელეგაცია, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალთა უფლებების და უსაფრთხოების თემებზე.

საქართველოში წამოსვლის წინ კი, საკონსულოს დახმარებით და ორგანიზებით, ემიგრანტებს შეხვდა.


ქალბატონი სალომე, აქ მუშაობდა და ცხოვრობდა პრეზიდენტობამდე და ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა დედაჩემთან, არაერთხელ გვიმასპინლა, ძალიან სტუმართმოყვარე ადამიანია.

 ქ-ნმა სალომემ ერთ-ერთი შეხვედრა მანჰეტენზე „Lotte NY Palace Hotel“ -ში გამართა, სადაც ბევრი წარჩინებული მუსიკოსი, ფიზიკოსი და სხვადასხვა დარგში მოღვაწე ქართველი იყო, სადაც  სხვადასხვა არსებულ პრობლემაზე ესაუბრებოდა.

პრეზიდენტთან ერთად, მისი არაჩვეულებრივი ქალიშვილი, ქეთევანიც იმყოფებოდა. ბევრი ფოტო გადავიღეთ, მათ შორის, დედებმა და შვილებმა.

ხათუნა, 2006 წლიდან ამერიკაში ცხოვრობს და როცა ქ-ნი სალომეც აქ მუშაობდა, პრეზიდენტობამდე, ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ.

2015 -ში ჩამოვედი ამერიკაში და იმ პერიოდში გავიცანი, სანამ საქართველოში დაბრუნდებოდა, ოჯახშიც ხშირად გვეპატიჟებოდა და საუკეთესო მასპინძლობას გვიწევდა.