პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროები სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.
„ჩვენს მეგობარს, მეზობელსა და მჭიდრო პარტნიორს – საქართველოს, ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას რეგიონში! გაუმარჯოს ქართულ-თურქულ მეგობრობას!“, – წერს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
„ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, საუკეთესო სურვილებით ვულოცავთ საქართველოს მთავრობასა და ხალხს. ჩვენ მოუთმენლად ველით ჩვენი სტრატეგიული კავშირების შემდგომ გაძლიერებას“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების მიმართვაში.
„გულთბილად ვულოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო გააძლიერებენ ხანგრძლივ მეგობრობას“, – წერს ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
„საქართველო, გილოცავთ 104-ე დამოუკიდებლობის დღეს! სლოვენია ზეიმობს თქვენთან ერთად და გისურვებთ ნათელ მომავალს, მშვიდობასა და კეთილდღეობას!“, – აღნიშნულია სლოვენიის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ მილოცვაში.
„ტვიტერზე“ ულოცავს საქართველოს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც: „ძვირფასო მეგობრებო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!“.
აღსანიშნავია, რომ მისალოც მიმართვებს ავრცელებენ რუმინეთის, პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ალბანეთის, ირანის, სამხრეთ აფრიკის, ბაჰრეინის, პაკისტანის, გვატემალის, შრი-ლანკისადა სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებიც.
გარდა ამისა, დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს სოციალური ქსელის საშუალებით ულოცავენ კოლეგებიც.