დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებით, წვევამდელებს ვულოცავ, არაფერია იმაზე ღირსეული სამსახური, ვიდრე დაიცვა შენი სამშობლო - კახა კუჭავა

კუჭავა

ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანი ურყევია - საქართველოს ადგილი დიდ, ევროპულ ოჯახშია! ეს იყო თაობების ოცნება, მიზანი და ჩვენ, ერთად, ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ,- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

კახა კუჭავა მადლობას უხდის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს და მიმართავს, რომ სწორედ ახლა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა.

საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, გილოცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს. განსაკუთრებით მინდა მივულოცო წვევამდელებს, რომლებიც დღეს სამხედრო ფიცს დადებენ - გარწმუნებთ, არაფერია იმაზე ღირსეული, საპატიო, საამაყო საქმე, ვიდრე ემსახურო შენს სამშობლოს, დაიცვა შენი ქვეყანა. სწორედ დღეს, კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი საქართველოს მეგობრებს, პარტნიორებს, ვისაც სჯერა ქართული სახელმწიფოს ევროპული მომავლის, ვინც ათწლეულებია, ამ გზაზე, მხარში გვიდგას - თქვენ იცით, რომ ფასი, რომელიც საქართველომ დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის გადაიხადა, ძალიან დიდია და ახლა, ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებით სჭირდება თქვენი თანადგომა - დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება. ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანი ურყევია - საქართველოს ადგილი დიდ, ევროპულ ოჯახშია. ეს იყო თაობების ოცნება, მიზანი და ჩვენ, ერთად, ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. დიდება საქართველოს, დიდება სამშობლოსთვის თავგანწირულ გმირებს“,- წერს კახა კუჭავა.