მამაკაცს 14 წელი ხელფასი ისე ერიცხებოდა, რომ სამსახურში არ უვლია
1786363560
შპს „მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრი“ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ თორნიკე (დავით) სირაძის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრის“ გუნდი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი გამორჩეული კოლეგის, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ თორნიკე (დავით) სირაძის გარდაცვალების გამო.
ბატონი თორნიკე იყო გამორჩეული პროფესიონალი, საქმისადმი უსაზღვროდ ერთგული, მაღალი ადამიანური ღირსებებით შემკული ექიმი, რომელმაც მრავალი წლის განმავლობაში თავდადებით იზრუნა ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე.
მისი პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა, სიკეთე და კოლეგიალობა სამუდამოდ დარჩება ჩვენი გუნდის მეხსიერებაში.
ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებსა და ყველას, ვისთვისაც მისი გარდაცვალება მძიმე დანაკარგია.
ნათელში იყოს მისი სული“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.