პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„სუხიშვილების“ ანსამბლის სოლისტს, იაკობ მეტრეველს სოციალურ ქსელში არაერთი ემოციური პოსტით ემშვიდობებიან.
მოცეკვავის გარდაცვალებამ ბევრი ადამიანი დაამწუხრა, მათ შორის, მისი მოსწავლეები, რომლებიც გარდაცვლილ პედაგოგთან დაკავშირებით ემოციურ ისტორიებს იხსენებენ:
,,ანსამბლი მარულა ჩემი გავლილი ცხოვრების საუკეთესო მოგონებაა, ყველაზე სახალისო ისტორიებით და დიდი შრომით სავსე გარემო, რომელმაც ბედნიერი ბავშვობა მომცა და უამრავი რამ მასწავლა.
კობა მასწავლებელი ამ გარემოს განუყოფელი ნაწილი იყო ყოველთვის. მას შემდეგ, რაც ამ ანსამბლში აღარ ვცეკვავდი, უამრავ ისტორიას ვუზიარებდით მეგობრები ერთმანეთს და მე აუცილებლად ვიხსენებდი იმ დღეს და იმ რეპეტიციას, როცა ახალი ცეკვის კეთების პროცესში კობა მასწავლებელმა დაინახა, რომ ცოტა მიჭირდა მოძრაობების მოფიქრება, ჩემთან მოვიდა და მე და კობამ ერთად გავაკეთეთ ერთ-ერთი ცეკვის მონაკვეთი, რომელსაც ახლა რომ ვუყურებ, უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. სახლში მოსვლის შემდეგ კი გავაანალიზე, რომ სუხიშვილების მოქმედ მოცეკვავესთან ერთად დარბაზში ვიყავი და ერთად ვაკეთებდით ცეკვას. მაშინ დიდი სიამაყე და სიამოვნება ვიგრძენი, მივხვდი, რომ კარგი ადამიანი და დიდებული მოცეკვავე იყო", - წერს მოსწავლე სოციალურ ქსელში.