სუპერ ელ-ნინიო ძლიერდება - რას უნდა ველოდოთ 2027 წლისთვის
1788983856
„პრემიერის ხელმძღვანელობით მომუშავე სამთავრობო გუნდი სრული კოორდინაციით, ყოველგვარი დაპირისპირებისა და წინააღმდეგობრივი პოზიციების გარეშე აგრძელებს მუშაობას“, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მედიის მიერ დასმულ შეკითხვას, პრემიერ-მინისტრსა და ამირან გამყრელიძეს შორის არსებულ შესაძლო, დაპირისპირებასთან დაკავშირებით.
“ყოველგვარი დაპირისპირება, რომელიც შესაძლოა გაჟღერდეს ან გაჟღერდა გუშინ არის საფუძველს მოკლებული. არ არის რეალური.
მსგავსი ტიპის არასწორი ინფორმაცია აზარალებს უბრალოდ ამ პროცესს, ისედაც რთულია ეპიდემიის მართვა და ნამდვილად არ არის საჭირო ამ ტიპის ფაქტებზე აპელირება, რაც არც დადასტურებულია და არც არანაირად არის გამართლებული”, – განუცხადა გაბუნიამ ჟურნალისტებს.