„მე გამწირეთ, მაგრამ არ გამოვიდა... ვისი დავალებით იყო ეს ყველაფერი? ჩვენ უკვე ვიცით!“ - ვის მიმართავს თამარ მაყაშვილი

თამარ მაყაშვილი

მსახიობი თამარ მაყაშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს და მიმართავს ადამიანს, რომელმაც გადაცემიდან ამოჭრილი ეპიზოდი სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„უკვე საკმარისია“? როგორ გავიგოთ? აქამდე არ იყო და დაგროვდა, აივსო კოკა შიგან? ბარემ ისიც მიაწერეთ, ედო! ვისი დავალებით იყო ეს ყველაფერი? ჩვენ უკვე ვიცით! ვგონებ, ასე აჯობებს ყველასთვის! სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, რისთვისაც იყო ისიც მიაწერეთ, ხალხი რომ დაკვალიანდეს და გაერკვეს! ნუ დამაწერინებთ მე! და რა ტალღის აგორებასაც სჭირდებოდა ეს ყველაფერი! სირცხვილია უბრალოდ, ჩემი ასე უნებლიეთ გამოყენება! მე მაპატიეთ, მაგრამ როგორც თქვენ ბრძანეთ, ახლა მეც ვეღარ შევიკავე თავი! ბუმერანგის პრინციპია! მე გამწირეთ, მაგრამ არ გამოვიდა, საზოგადოების 80%-მა არ გაიზიარა! რისთვისაც მადლობელი ვარ მათი!“ - წერს მსახიობი.

ცნობისთვის, თამარ მაყაშვილმა ტელეკომპანია ,,იმედის" ეთერში თქვა:

„არასდროს ვაცმევდი ამათ სულელურ კაბებს და იმ დღეს გავიხედე, კატოს არ აცვია ხულელი ბავშვივით რაღაც საშინელი ბეშუმური კაბა“.

აღნიშნულს საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რის გამოც, მოგვიანებით, თამარ მაყაშვილმა ბოდიში მოიხადა.

აქვე, თამარ მაყაშვილი ბათუმის დრამატულმა თეატრმა რეპერტუარიდან მოხსნა.