დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
მსახიობი რუსკა მაყაშვილი, დედის, თამარ მაყაშვილის მიერ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და დედის მსგავსად, ბოდიშს იხდის:
,,დიახ, მეგობრებო, ყველა ვცდებით! დიახ მეგობრებო ბოდიშსაც ვიხდით, ბოდიში არასდროს არის გვიან, ვინც დედაჩემს იცნობს ის ადამიანები მიხვდნენ ამ უწყინარ უბოროტო ხუმრობას, თუმცა, კი ბოდიში აუცილებლად მოსახდელი იყო და მოვიხადეთ! დიახ მეგობრებო, ყველა ბავშვი გადასარევი და უნიკალურია! მიიღეთ ბოდიში", - წერს მსახიობი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, თამარ მაყაშვილმა ტელეკომპანია ,,იმედის" ეთერში თქვა:
„არასდროს ვაცმევდი ამათ სულელურ კაბებს და იმ დღეს გავიხედე, კატოს არ აცვია ხულელი ბავშვივით რაღაც საშინელი ბეშუმური კაბა“.
აღნიშნულს საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რის გამოც, მოგვიანებით, თამარ მაყაშვილმა ბოდიში მოიხადა.