,,ბოლო კვლევებმა ცოტა შეგვაშინა... დღეს მოგვივიდა პასუხები“ - ნინი ქარსელაძე
1761249403
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითმა ბატალიონმა ტაქტიკური საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა.
ორფოლოს პოლიგონზე ასეულის პირადმა შემადგენლობამ პირობითი მოწინააღმდეგის განადგურებისა და განეიტრალების ოპერაცია განახორციელა. საველე სწავლება არტილერიის საინჟინრო ქვედანაყოფისა და ავიაციის მხარდაჭერით ჩატარდა. სწავლების მიმდინარეობას გაეცნო აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე. საველე ტაქტიკური სწავლება ორფოლოს პოლიგონზე ორ ფაზად ჩატარდა.
სწავლების მიზანს ქვედანაყოფების მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინირებული მომზადება წარმოადგენდა.