McCann Tbilisi-მა ACAG-ის პრინტ კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა

აღმოაჩინე

საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოთა ასოციაციის მორიგ კონკურსში McCann Tbilisi-ის გუნდმა კიდევ ერთი პირველი ადგილი მოიპოვა. კონკურსი არასამთავრობო პლატფორმა GrlzWave-ის დაკვეთით და მხარდაჭერით ჩატარდა.

სააგენტოების ამოცანა პოსტერის შექმნა იყო, რომელიც ქალებს მკერდის რეგულარული სკრინინგისა და ძუძუს კიბოს ნაადრევ სტადიაზე აღმოჩენისკენ მოუწოდებდა. მნიშვნელოვანი იყო იმის გათვალისწინებაც, რომ პოსტერს არ უნდა გაეკეთებინა აქცენტი ძუძუს კიბოს მძიმე, ნეგატიურ მხარეებზე, გარდაცვალებაზე და არ უნდა ყოფილიყო რაიმე ფორმით დამაშინებელი სამიზნე აუდიტორიისათვის. 

McCann Tbilisi-ის ნამუშევარი ყველასთვის გასაგები, ერთი შეხედვით აღსაქმელი ვიზუალით გადმოსცემს სათქმელს, ტექსტი კი სამიზნე აუდიტორიას ამ პოტენციური პრობლემის მარტივი გადაჭრის გზისკენ მიუთითებს.