პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
,,იზრუნე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე“ კამპანიის ფარგლებში, ,,თეგეტა მოტორსი“ სოციალურ ექსპერიმენტს ატარებს. Photo Bus ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული. გამვლელებს შესაძლებლობა აქვთ, უფასოდ გადაიღონ სამახსოვრო ფოტო, მანამდე კი რამდენიმე მარტივ კითხვაზე უნდა უპასუხონ. შეკითხვების შინაარსი მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებს ეხება, მათ შორის:
შეგიქმნიათ თუ არა საავარიო სიტუაცია?
გაგისწრიათ თუ არა ავტომობილისთვის გამაფრთხილებელი ციმციმას ჩართვის გარეშე?
გადაგიჭარბებიათ თუ არა სიჩქარისთვის დასახლებულ პუნქტში?
პასუხების მიხედვით ეკრანზე გამოჩნდება ვიდეორგოლი, რომლის ყურების დროსაც გამოწვეული ემოციები მოულოდნელად ფოტოებში აისახება.