ზელენსკი: NATO თუ არ დახურავს ჩვენს ცას, რუსული რაკეტები ჩამოვარდება NATO -ს ტერიტორიაზე, ეს მხოლოდ დროის საკითხია

ზელენსკი

NATO თუ არ დახურავს ჩვენს ცას, რუსული რაკეტები ჩამოვარდება NATO -ს ტერიტორიაზე. ეს მხოლოდ დროის საკითხია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს და ომის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს.

„შარშან NATO -ს ლიდერები გავაფრთხილე: რუსეთის წინააღმდეგ თუ არ დაწესდებოდა მკაცრი პრევენციული სანქციები, ის ომზე წავიდოდა. და მე მართალი ვიყავი. კიდევ ერთხელ: თუ თქვენ არ დახურავთ ჩვენს ცას, რუსული რაკეტები თქვენს ტერიტორიაზე ჩამოვარდება, NATO -ს ტერიტორიაზე. ეს მხოლოდ დროის საკითხია“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.