„მაშველების“ ვარსკვლავი მაიკლ ნიუმანი გარდაიცვალა

ნუამ

ამერიკელი მსახიობი, სერიალ „მაშველების“ ვარსკვლავი მაიკლ ნიუმანი 67 წლისა გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, სიცოცხლის ბოლო წუთები მან ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში გაატარა.

2006 წელს ნიუმანს პარკინსონის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. ბოლო წლების განმავლობაში ის მაიკლ ჯეი ფოქსის ფონდთან ერთად მუშაობდა და მათ დაავადების მკურნალობის ძიებისთვის საჭირო დაფინანსების შეგროვებაში ეხმარებოდა.