1732184580
მართვის მოწმობის აღებას თუ გეგმავთ, ეს ინფორმაცია ნახეთ
2023 წლის 1-ლი სექტემბრიდან C და D კატეგორიების და C1 და D1 ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მისაღები გამოცდის, პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას შსს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილების ამოქმედება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ''საგზაო მოძრაობის შესახებ'' საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებს ემსახურება.
„D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის მეორე ეტაპი ორ ქალაქში - რუსთავსა და ქუთაისში ჩატარდება.
ცვლილებების მიხედვით, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატი გადაინაცვლებს მეორე ეტაპზე, რაც გულისხმობს რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში გამოცდის ჩაბარებას (ქალაქი).
აღსანიშნავია, რომ მძღოლობის კანდიდატი, რომელიც 2023 წლის 1-ელ სექტემრამდე წარმატებით ჩააბარებს თეორიულ გამოცდას, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 2023 წლის 1-ელ სექტემბრამდე არსებული წესით მიენიჭება.
ასევე ნახეთ:
"ვერაფერს ვჭამდი, ტკივილები მქონდა; 130 კილოდან 60-მდე ჩამოვედი" - რატომ გახდა მედეა ლორთქიფანიძე
Exclusive: საოცარი ისტორია ქალზე, რომელსაც მედეა ჩახავა მთელი მსოფლიოდან ბარათებს უგზავნიდა